თემურ ქეცბაია – „მოზერველის“ მწვრთნელად დანიშვნას ველოდები, ვფიქრობ, დავიმსახურე ევროპის წამყვან ლიგაში მუშაობა

Published:

თემურ ქეცბაია ამბობს, რომ ელოდება შოტლანდიური „მოზერველის“ ახალ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის გადაწყვეტილებას. სტიუარტ კეტველმა თანამდებობა იანვარში დატოვა და კლუბი მის შემცვლელს ეძებს, კანდიდატთა სია ორამდე შემცირდა, ერთ-ერთი ვარიანტი კი თემურ ქეცბაიაა – ამის შესახებ ინფორმაციას Nottheoldfirm-ი ავრცელებს და ქართველი სპეციალისტის კომენტარს აქვეყნებს.

„მალე გაირკვევა, დავინიშნები თუ არა „მოზერველის“ მწვრთნელად, ველოდები მოვლენების განვითარებას. კვიპროსის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ საქართველოდან და საბერძნეთიდან მქონდა შეთავაზებები, მაგრამ უარი ვთქვი.

ადრე განვაცხადე, რომ საბერძნეთში მწვრთნელად არასდროს დავბრუნდებოდი. კვიპროსზე მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, დავიმსახურე ევროპის წამყვან ლიგაში მუშაობა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მომეცა. ჩემი აზრით, უცხოეთში კვიპროსულ ფეხბურთს დიდ ყურადღებას არ აქცევენ და ეს თავის როლს თამაშობს.

როდესაც საქმე მწვრთნელს ეხება, მნიშვნელოვანია, რომელი ქვეყნიდან არის ის, უპირატესობას ესპანელებსა და პორტუგალიელებს ანიჭებენ. მაგალითად, ესპანელი რომ ვიყო, ძალიან დიდი გუნდის მწვრთნელი ვიქნებოდი“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img