Politico – ბრიტანელი კანონმდებლები აპირებენ კენჭი უყარონ კირ სტარმერის წინადადებას უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესახებ

Published:

ბრიტანელი კანონმდებლები აპირებენ კენჭისყრაზე დააყენონ პრემიერ -მინისტრ კირ სტარმერის წინადადება უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.

ბრიტანელ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ კანონმდებლები უნდა იყვნენ ჩართული ნებისმიერ გადაწყვეტილებაში უკრაინაში ჯარების განთავსების შესახებ.

დეპუტატმა მმართველი ლეიბორისტული პარტიიდან კლაივ ლუისმა  Politico-ს განუცხადა, რომ აუცილებელია საპარლამენტო დებატები, რადგან უკრაინაში ბრიტანელი სამხედროების გაგზავნა მათ „ბირთვული სახელწმიფოს წინააღმდეგ საფრთხის წინაშე დააყენებს აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე“.

„ჩვენ გვჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა ასეთი ნაბიჯისთვის და პარლამენტს აქვს მნიშვნელოვანი როლი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს მოხდეს“, – დასძინა მან.

ლიბერალ-დემოკრატების წარმომადგენელმა ჰელენ მაგუაირმა თქვა, რომ პარტია მხარს უჭერს მთავრობის წინადადებებს უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ „ჩვენ ასევე მხარს ვუჭერდით იმას, რომ პარლამენტს ჰქონდეს ხმის უფლება სამხედრო კონტინგენტის განლაგების შესახებ“, – განაცხადა ჰელენ მაგუაირმა.

კონსერვატორმა დეპუტატმა მარკ გარნიემ კი თქვა, რომ “მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ -მინისტრებს შეუძლიათ ჯარების განლაგება პარლამენტის თანხმობის გარეშე”, ყოფილი ლეიბორისტი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის პრეცედენტი (რომელმაც ერაყის ომში მონაწილეობის ნებართვა გასცა) ნიშნავს, რომ სტარმერმა იგივე უნდა გააკეთოს.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მზად არის უკრაინაში გაგზავნოს ბრიტანელი სამხედროები, რათა უზრუნველყოს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების აღსრულება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img