მამუკა მდინარაძე – უკრაინას შეეძლო, თავიდან აეცილებინა ომი, ჩვენ რომ ამას ვამბობდით, გვამუნათებდნენ

Published:

“უკრაინას შეეძლო, თავიდან აეცილებინა ომი. ჩვენ რომ ამას ვამბობდით, ამაზე გვამუნათებდნენ, საკუთარ და სხვის შვილებს ტყვიისა და სიკვდილისთვის იმეტებდნენ”, – ამის შესახებ საზმაურს ცნობით, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა აშშ-ში საუბრობენ იმაზე, რაზეც საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაიწყო საუბარი.

„უკან გადავახვიოთ ცოტა, რატომ ხდება ისე, რომ ამ ქვეყანამ მთელ მსოფლიოს დაასწრო სამი წლით განცხადებები, რომლებზეც უდიდესი ბულინგი მიდიოდა არათუ პოლიტიკოსის, ჟურნალისტის, რომელიც გაიზიარებდა ოდნავ მაინც ამ პათოსს, არამედ „ქართული ოცნების“ რიგითი ამომრჩევლის, უბრალოდ ობიექტურად მოფიქრალი და მოლაპარაკე ადამიანის მიმართ? ხომ გახსოვთ კამპანია, რომელიც ფინანსდებოდა უდიდესი თანხებით, USAID-ის და სხვა ორგანიზაციების ათეულობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა იმაში, რომ, უბრალოდ, დასამუნათებელი ამბავი ყოფილიყო. გვახსოვს, რომ სამი და ორი წლის წინ, ერთი წლის წინ, რამდენიმე თვის წინაც კი, რასაც დღეს ამერიკელები საუბრობენ, ტრამპი საუბრობს, ამასთან მიახლოებული განცხადებაც კი რუსეთუმედ, მოღალატედ მონათვლის საფუძველი იყო. ამიტომ ყოველთვის ცოტა წინ მაინც უნდა გაიხედონ ხოლმე ამ ადამიანებმა, რომლებიც, როგორც აქტორები, ასეთ კამპანიებში იღებენ მონაწილეობას. სიმართლე თავის კალაპოტს ყოველთვის პოულობს. რაც უნდა კამპანია დაალაგონ და შეფუთონ, არ არსებობს, რომ სიმართლემ თავისი გზა და კვალი არ იპოვოს. დღეს ამერიკელი იტყვის იმავეს, ხვალ – ევროპელი რომელიღაცა ბიუროკრატი, რომელიც იძულებული გახდება ასე ილაპარაკოს ან სხვა ბიუროკრატი, რომელიც უბრალოდ სიმართლეს ილაპარაკებს. უკრაინას შეეძლო, თავიდან აეცილებინა ომი. ჩვენ რომ ამას ვამბობდით, ამაზე გვამუნათებდნენ, საკუთარ და სხვის შვილებს ტყვიისა და სიკვდილისთვის იმეტებდნენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img