უნდა ენდოთ, იმიტომ, რომ პოლიცია ნდობას იმსახურებს. თუ აღმოჩნდებით გატაცებული, მერე მოითხოვეთ 112-ში დარეკვა, – ამის შესახებ „ტვ პირველს“ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა უსაფრთხოა და მოქალაქეების გატაცება არ ხდება.
„უნდა ჰკითხოთ პოლიციელები არიან თუ არა და გაგცემთ პასუხს. უნდა ენდოთ, იმიტომ, რომ პოლიცია ნდობას იმსახურებს. თუ აღმოჩნდებით გატაცებული, მერე მოითხოვეთ 112-ში დარეკვა. დაგარეკინებენ და გაგათავისუფლებენ. ქვეყანა არის უსაფრთხო და ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეებს არ იტაცებენ. თუ ვინმე აკავებს ვინმეს, ე.ი. ეს არის პოლიცია, – ამბობს ლადო ბოჟაძე.
გუშინ ღამით პოლიციამ “ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი დააკავა. შემთხვევა თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ოპერატორი ზაჰესის იზოლატორშია. ის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.