ცესკოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Published:

ენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტის ხელმოწერამდე მხარეებმა მემორანდუმის და პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, მემორანდუმის მიზანია, მხარეებმა, მათ ხელთ არსებული რესურსის ფარგლებში, ითანამშრომლონ და სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობით ხელი შეუწყონ ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებასა და საარჩევნო პროცესებში აქტიურ მონაწილეობას. ასევე, საარჩევნო პროცესებში ნოვაციებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ახალგაზრდა ამომრჩეველთა, მათ შორის, იმ ახალგაზრდების, რომლებიც პირველად იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ინფორმირებასა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, სასწავლო/საგანმანათლებლო/საინფორმაციო პროგრამებში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას.

ამ თანამშრომლობით, ცესკო და ახალგაზრდობის სააგენტო ხელს შეუწყობენ ერთმანეთს, სხვადასხვა პროექტებში ჩართულობის გზით, ახალგაზრდა ამომრჩევლებს ჰქონდეთ წვდომა ზუსტ და კვალიფიციურ ინფორმაციაზე, რაც მისცემს მათ შესაძლებლობას მიიღონ ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს მკაფიოდ გააცნობიერონ საარჩევნო სისტემა, მათი, როგორც ამომრჩევლის უფლებები და ამ პროცესში ჩართულობის მნიშვნელობა. რაც თავის მხრივ საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს მარტივად მოახდინონ თანამედროვე არჩევნების გამოწვევებთან ნავიგაცია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img