იანვარში რუსეთიდან ნავთობის იმპორტი 52%-ით გაიზარდა

Published:

2025 წლის იანვარში საქართველომ რუსეთიდან 78,2 ათას ტონაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოიტანა, რაც 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1,5-ჯერ აღემატება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარში რუსეთიდან იმპორტირებულია 55 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების 78 266 ტონა ნავთობი და ნავთობ პროდუქტები, როცა 2024 წლის იანვარში საქართველომ 37 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების (51 254 ტონა) ნავთობი შეიძინა.

ასევე, გაზრდილია ნავთობის აირებისა და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადების, ხორბლისა და მესლინის ექსპორტი, ასევე. რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში ასევე შედის მანქანები მასალების ისეთი პროცესებით დასამუშავებლად, რომლებშიც გამოყენებულია ტემპერატურის ცვლილება.

მთლიანობაში, იანვარში საქართველომ 143,4 ათას ტონაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა (ზრდა 34,8%), რომლის ღირებულებაც 106,9 მილიონ დოლარზე მეტია. რუსეთის შემდეგ მეორე-მესამე ადგილზეა რუმინეთი (23,7 ათასი ტონა) და ბულგარეთი (22,8 ათასი ტონა) არიან.

რაც შეეხება საქართველოდან რუსეთში ექსპორტს, უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში ყურძნის ნატურალური ღვინოები, რომლის ექსპორტი 2024 წლის იანვართან შედარებით განახევრებულია. ამავდროულად, გაორმაგებულია მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img