ოთარ ზურაბიშვილი – გზის გადაკეტვის ბრალდებით პოლიციამ 5000-5000 ლარით ორჯერ დამაჯარიმა

Published:

გზის გადაკეტვის ბრალდებით პოლიციამ მეხუთე პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილიც დააჯარიმა. როგორც ოთარ ზურაბიშვილი წერს, მან 21 თებერვალს, პოლიციისგან 5 000-5 0000 ლარიანი საჯარიმო ოქმი ორჯერ მიიღო.

„ამ დილას, ორჯერ ზედიზედ მომადგა პოლიცია. ჯერ 4 პოლიციელი (5000 ლ), შემდეგ 3 (ისევ 5000) ! ჯარიმის (ქუჩის გადაკეტვა) ოქმის გადასაცემად ამდენი პოლიციელი, ალბათ, საჭირო იყო!

1-პროტესტის ნება ყველას აქვს

2-ეს მხოლოდ დაშინების პროცესია

3-შანსი არ არის რომ ვინმეს შეაშინონ

ტყუილია ! გავასაჩივრებ ! ამ საღამოს აქციაზე ვიქნები!

(დავრთე დოკუმენტი როგორ მოიქცეთ ამ შემთხვევაში)“ – წერს ოთარ ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img