“ენერგო-პრო ჯორჯია” – ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება დასავლეთ საქართველოს აბონენტების დაახლოებით 8%-ს

Published:

“ენერგო-პრო ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება დასავლეთ საქართველოს აბონენტების დაახლოებით 8%-ს:

“თითქმის მთელი საქართველოდან ჩასული ელექტრიკოსები გურიაში და აჭარაში საგანგებო ვითარებაში მუშაობას განაგრძობენ. “ენერგო-პრო ჯორჯიას” ადგილობრივ და დამატებით ტექნიკურ ბრიგადებს ხშირ შემთხვევაში ფეხით უწევთ დაზიანების ადგილებამდე მისვლა, რადგან დიდთოვლობის გამო სპეციალური ტექნიკას უჭირს გადაადგილება. ზოგ შემთხვევაში ფეხით გადაადგილებაც გართულებულია.

ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება დასავლეთ საქართველოს აბონენტების დაახლოებით 8%-ს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა გურიაში, სადაც აქ არსებული აბონენტების დაახლოებით 28%, 16 000 აბონენტირჩება ელექტროენერგიის გარეშე,” – აღნიშნულია განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img