ბათუმის მერია – ბათუმის მასშტაბით რამდენიმე მისამართზე სახურავები დაზიანდა – ერთი ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე

Published:

ბათუმის მასშტაბით რამდენიმე მისამართზე სახურავები დაზიანდა. ერთი ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე, – ამის შესახებ ბათუმის მერიაში განაცხადეს. მათი ინფორმაციით, შეფერხება დაფიქსირდა წყალმომარაგების კუთხით, დაზიანდა ცენტრალური მილი.

„ღამის განმავლობაში გრძელდება ქუჩების გაწმენდითი ღონისძიებები თოვლის საფარისაგან. სამუშაოებში ჩართულია როგორც მუნიციპალური, ასევე დაქირავებული სპეცტექნიკა.

შეფერხება დაფიქსირდა წყალმომარაგების კუთხით, დაზიანდა ცენტრალური მილი, თუმცა აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულებულია და ყველა აბონენტს ეტაპობრივად მიეწოდება სასმელი წყალი.

იყო გამოწვევა ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების მიმართულებით, რაც მოგვარებულია.

ქალაქის მასშტაბით რამდენიმე მისამართზე სახურავები დაზიანდა. ერთი ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების სახურავებთან მიმართებაში, მუნიციპალიტეტის მიერ, განხორციელდება მათი აღდგენა.

ამავდროულად, სწავლა შეჩერებულია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, რომელიც 27 თებერვალს განახლდება“, – აცხადებენ მერიაში

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img