გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კერძოდ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 თებერვალს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზაჰესში, ჯვრის მიმდებარედ და მუხათგვერდის ტერიტორიაზე; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში მებაღიშვილის, მაისურაძის, ველის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე თიანეთის გზატკეცილზე; 14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ტუშურები, ზარიძეები, ჯიჯეთი, ვერხველი და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.