გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი – ჩვენ არც ამერიკელები ვართ და არც დანიელები, ჩვენ გრენლანდიელები ვართ

Published:

ჩვენ არც ამერიკელები ვართ და არც დანიელები, ჩვენ გრენლანდიელები ვართ, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მუტე ეგედემ განაცხადა.

„ჩვენ არ ვართ ამერიკელები, ჩვენ არ ვართ დანიელები, რადგან ჩვენ გრენლანდიელები ვართ. ეს არის ის, რაც ამერიკელებმა და მათმა ლიდერებმა უნდა გაიგონ, – განაცხადა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა.

ეგედემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გრენლანდია არ იყიდება.

„ქვეყნის მომავალს ჩვენს ქვეყანაში თავად განვსაზღვრავთ“, – აღნიშნა ეგედემ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გრენლანდია აშშ-ს ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის სჭირდება.

„მაქვს მესიჯი არაჩვეულებრივი გრენლანდიელი ხალხისთვის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს უფლებას, განსაზღვროთ საკუთარი მომავალი და თუ აირჩევთ, მოგესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც კი. ჩვენ ვმუშაობთ ყველა ჩართულ მხარესთან, რათა ვცადოთ მისი მიღება. მაგრამ ის ნამდვილად გვჭირდება საერთაშორისო მსოფლიო უსაფრთხოებისთვის და ვფიქრობ, რომ ჩვენ მას მივიღებთ – ასე თუ ისე, ჩვენ მას მივიღებთ“, – განაცხადა ტრამპმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img