პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს შეხვდა

Published:

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ბადრა გუნბას ე.წ. არჩევნებში „გამარჯვება“ მიულოცა.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, პუტინმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოსკოვსა და სოხუმს „განსაკუთრებული ურთიერთობა“ აქვთ და პირობა დადო, რომ რუსეთი დაეხმარება აფხაზეთს ელექტროენერგიის პრობლემის მოგვარებაში ჰუმანიტარული მიწოდების გზით.

ასევე პუტინმა განაცხადა, რომ ბრძანებას გამოსცემს აფხაზეთის „მოქალაქეებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის მიღების პრობლემების მოსაგვარებლად.

ამავე წყაროს ცნობით, ე.წ. პრეზიდეტნმა ხაზი გაუსვა მოსკოვის მხარდაჭერით აფხაზეთს ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობას.

ბადრა გუნბა „გამარჯვებულად“ გამოცხადდა ე.წ. არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 1 მარტს გაიმართა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img