საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში მორიგი კარგი შეზვედრა ჩაატარა. სანდროს “სან ანტონიომ” “მინესოტასთან” 124:141 წააგო.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 14 წუთი დაყო და ამ დროის განმავლობაში 8 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ამ შედეგით, “სან ანტონიოს” 26 მოგება; 36 მარცხი დაუგროვდა და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს.