დონალდ ტუსკი – ნამდვილი ლიდერობა ნიშნავს არა ქედმაღლობას, არამედ პარტნიორებისა და მოკავშირეების პატივისცემას, მაშინაც კი, თუ ისინი უფრო პატარები და სუსტები არიან

Published:

„ნამდვილი ლიდერობა ნიშნავს პარტნიორებისა და მოკავშირეების პატივისცემას, მაშინაც კი, თუ ისინი უფრო პატარები და სუსტები არიან და არა ქედმაღლობას. ძვირფასო მეგობრებო, დაფიქრდით“, – წერს ტუსკი.

შეგახსენებთ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის Starlink-ის მიწოდებას პოლონეთის გაციფრულების სამინისტრო აფინანსებს და თუ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება, შესაძლოა, სხვა პროვაიდერის მოძებნა გახდეს საჭირო. პასუხად, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის „პატარა კაცი“ უწოდა. განცხადებას გამოეხმაურა მარკო რუბიოც, რომელმაც რადოსლავ სიკორსკი უმადურობაში დაადანაშაულა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img