გიორგი ბაჩიაშვილს თავისუფლების 11 წლით აღკვეთა მიესაჯა

Published:

“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს ე.წ. ბიტკოინების საქმეზე თავისუფლების 11 წლით აღკვეთა მიესაჯა.

განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოიტანა, მან ბაჩიაშვილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში დამნაშავედ ცნო.

დღევანდელ პროცესზე ბაჩიაშვილს დისტანციურად დასწრება სურდა, რაზეც მოსამართლემ უარი განაცხადა.

პროკურატურის ინფორმაციით, “ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარი იყო”.

გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ჯამში, სამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება – ე.წ. ბიტკოინების მითვისება, “მტკვარჰესის” საქმე და საზღვრის უკანონო კვეთა. ამ ეტაპზე ბაჩიაშვილი მიმალვაშია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img