მარკ კარნი – ამერიკა კანადა არ არის

Published:

ამერიკა კანადა არ არის, კანადა არასოდეს იქნება ამერიკის ნაწილი რაიმე გზით, ან ფორმით, – ამის შესახებ კანადის „ლიბერალური პარტიის“ ლიდერის არჩევნებში გამარჯვებულმა მარკ კარნიმ განაცხადა.

„ამერიკელებს უნდათ ჩვენი რესურსები, წყალი, ჩვენი მიწა, ჩვენი ქვეყანა. დაფიქრდით. თუ წარმატებას მიაღწიეს, დაანგრევენ ჩვენი ცხოვრების წესს”, – აღნიშნა კარნიმ.

მან ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რასაც ქვეყანას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სატარიფო მუქარები უქმნის.

„ჩვენ მას წარმატების უფლებას ვერ მივცემთ. ჩვენ ძლიერი კანადა ვართ“, – განაცხადა კარნიმ და დასძინა, რომ აშშ-ის წინააღმდეგ დაწესებული საპასუხო ზომები ძალაში დარჩება.

„ზომები ძალაში დარჩება მანამ, სანამ აშშ არ შემოგვიერთდება თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის მიმართ სანდო და საიმედო ვალდებულებების აღებაში“, – აღნიშნა კარნიმ.

შეგახსენებთ, მარკ კარნიმ „ლიბერალური პარტიის“ ლიდერის არჩევნებში გაიმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჯასტინ ტრუდოს ჩაანაცვლებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img