„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ ხელმძღვანელი პირები ჭიათურაში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდნენ

Published:

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ ხელმძღვანელი პირები ჭიათურაში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ცნობით, განიხილეს ჭიათურის მაღაროებში არსებული მდგომარეობა და გადაწყვეტილება, რომელიც ეხება მიწისქვეშა სამუშაოების გაჩერებას.

„მთავარ ფაქტორებად დასახელდა შუქრუთის მაღაროს პარალიზება, რის გამოც კომპანია მადნის 70%-ს ვეღარ მოიპოვებდა, ამ პერიოდში კი დასაქმებულებს ხელფასის 100% ბანკებიდან აღებული კრედიტებით ერიცხებოდათ, რამაც კრიზისში მყოფი კომპანიის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დაამძიმა. ჯამში, გაჩერებული წარმოების პერიოდში კომპანიამ დასაქმებულებზე ხელფასის სახით 83 მილიონ ლარამდე გასცა. ამავე შეხვედრაზე საწარმოების ხელმძღვანელებმა მოისმინეს ინფორმაცია გერმანული ავტორიტეტული საკონსულტაციო ფირმის DMT (დი ემ თის) დასკვნის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ ჭიათურაში მადნის მოპოვება ფინანსურად წამგებიანია, რაც გამოწვეულია მთელი რიგი ფაქტორებით.

შეგახსენებთ, CMC-ს (ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი) ჭიათურის საწარმოების მართვა ერთი წლის წინ გადაეცა. მისი მთავარი მიზანი იყო, დაენერგა ახალი ტექნოლოგიები და შეემცირებინა მოპოვების თვითღირებულება. თუმცა მთელი რიგი პრობლემების გამო კომპანიამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია და 7 მარტს გაავრცელა ოფიციალური განცხადება და განმარტა, რომ მაღაროებში მისწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img