ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ში, ფინიქსის ჩელენჯერის ტურნირზე გამოსვლა წარმატებული მატჩით დაიწყო.
საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ბასილაშვილმა ფრანგი ტერენს ატმანე სამ სეტში, 6:4, 4:6, 6:4 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალის საგზური მოიპოვა.
ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად ქართველი ჩოგბურთელი იაპონელ ტარო დანიელს შეხვდება.
ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 152-ე ადგილზეა.