ხვალ, 13 მარტს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, შირაქის ქუჩაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
ჯივიპის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ტექნიკური სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 13 მარტს საღამოს 17:00 საათიდან 14 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში – შირაქის, კოშკოვანის, ძევერის, გარე კახეთის, ცუცხვათის, შორაპნის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის ქუჩა N9, 11, 13, მამისაშვილის, ნავთლუღის, ჭრელაშვილის ქუჩებს და ქეთევან წამებულის გამზირს N84-92 (ლუწ ნომრებს).
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.