პუტინისთვის რთულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამჟამინდელი ფორმით მიიღოს, – ამის შესახებ რუსმა მაღალჩინოსანმა სააგენტო Reuters-ს ანონიმურობის დაცვით განუცხადა.
რუსმა მაღალჩინოსანმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად გარკვეული გარანტიები უნდა მიიღოს.
„პუტინისთვის რთულია ეს მისი ამჟამინდელი ფორმით მიიღოს. პუტინი ძლიერ პოზიციაშია, რადგან რუსეთი წინ მიიწევს“, – განაცხადა რუსმა ოფიციალურმა პირმა.
ამასთან, რუსი ოფიციალური პირის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერმა შეთანხმებამ ბრძოლის ველზე რუსეთის წინსვლა უნდა გაითვალისწინოს.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მზად არის 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, თუ რუსეთიც იმავე ნაბიჯს გადადგამს.