“უაღრესად დამწუხრებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება და ვერ მივიღებ ვერანაირ საჩუქარს, რომელიც რაიმენაირად ასოცირდება მმართველ პარტიასთან”

Published:

ბრიტანელმა მეცნიერმა, ქართველოლოგმა დონალდ რეიფილდმა უარი განაცხადა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაქვემდებარებული „მწერალთა სახლის“ „მადლიერების ჯილდოს“ მიღებაზე ქართულ ენაში, ლიტერატურასა და ისტორიაში შეტანილი წვლილისთვის.

11 მარტს ლონდონში, 2025 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობის პარალელურად, გაიმართა კულტურის სამინისტროს დაგეგმილი ღონისძიება, სადაც დონალდ რეიფილდს მწერალთა სახლის დაწესებული „მადლიერების ჯილდო“ უნდა გადასცემოდა, თუმცა მან ჯილდოს მიღებაზე უარი განაცხადა.

“მე უაღრესად დამწუხრებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება და ვერ მივიღებ ვერანაირ საჩუქარს, რომელიც რაიმენაირად ასოცირდება მმართველ პარტიასთან, რომელიც ამყოფებს საქართველოს იმ მდგომარეობაში, როგორშიც ის ახლა არის“, – განაცხადა პროფესორმა.

მისივე თქმით, “ერთადერთი იმედი ისაა, რომ მომავალ თაობას შეუძლია რამის შეცვლა“, თუმცა დასძინა, რომ არ იცის, თუ როგორ.

დონალდ რეიფილდი არის ლონდონის ქვინ მერის უნივერსიტეტის პროფესორი.

83 წლის ბრიტანელი ისტორიკოსი არის რუსული და ქართული ლიტერატურათმცოდნე. მას ინგლისურად აქვს ნათარგმნი არაერთი ნაწარმოები, მათ შორის მიხეილ ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“ და ოთარ ჭილაძის “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“.

ის მრავალი წელია ადევნებს თვალს საქართველოს და კარგად იცნობს ქვეყნის ისტორიას და თანამედროვეობას.

11 მარტს ლონდონში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ღონისძიებების პარალელურად საპროტესტო აქციაც გაიმართა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img