ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი 2026 წლის სენატის არჩევნებში კენჭს აღარ იყრის. ამის შესახებ შაჰინი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს ავრცელებს.
„დღეს, საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, ვაცხადებ, რომ მივიღე რთული გადაწყვეტილება, არ ვიყარო კენჭი სენატში 2026 წლის არჩევნებში. წინ გადაუდებელი გამოწვევები გვაქვს, როგორც აქ, ჩვენს ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ხელახალ არჩევას არ ვაპირებ, დამიჯერეთ, მე არ ვაპირებ პენსიაზე გასვლას“, – წერს შაჰინი „იქსზე“.
ცნობისთვის, ჯინ შაჰინი „მეგობარი აქტის“ ერთ-ერთი ავტორია.
Today, after careful consideration, I'm announcing that I have made the difficult decision not to seek reelection to the Senate in 2026.
— Sen. Jeanne Shaheen (@SenatorShaheen) March 12, 2025
There are urgent challenges ahead, both here at home and around the world. And while I'm not seeking re-election – believe me – I am not… pic.twitter.com/h0urg7ZZx6