ლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა

Published:

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის შესახებ სააგენტო BelTA იტყობინება.

ვიზიტის ოფიციალური სტატუსიდან გამომდინარე, აეროპორტში ორი ქვეყნის ჰიმნები შესრულდა.

დღეს კრემლში ალექსანდრე ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება.

ლუკაშენკო და პუტინი პირისპირ შეხვედრაზე ბელარუსსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხებს განიხილავენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img