პროკურორი – “ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეს უწოდებდა “ბუნების შეცდომას”, მახინჯს, სცემდა, ახრჩობდა, ეუბნებოდა რომ მამაკაცი იყო”

Published:

უწო­დებ­და “ბუ­ნე­ბის შეც­დო­მას”, უმოწ­მებ­და ტე­ლე­ფონს, უკონ­ტრო­ლებ­და ჩაც­მის სტილს და თუ რამე არ მოს­წონ­და, სცემ­და, ყელ­ში ახ­რჩობ­და, თმი­თაც უთ­რე­ვია, – ეს სი­ტყვე­ბი ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ბექა ჯა­ი­ა­ნის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა, გრი­გოლ ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ სა­სა­მარ­თლო­ში, დას­კვნით სი­ტყვის წარ­მოთ­ქმი­სას, მოწ­მის ჩვე­ნე­ბი­დან წა­ი­კი­თხა.

პრო­კუ­რო­რი აჯა­მებს იმ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბას აქვს წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

გრი­გოლ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში დიდ მო­ნი­ტორ­ზე ახ­დენს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ნა­წი­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბას, მათ შო­რის, აჩ­ვე­ნა მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი – დანა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი.

პრო­კუ­რო­რის თქმით, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით არის მოკ­ლუ­ლი, ამას სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თად ჭრი­ლო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც მოწ­მობს – 28 და­ზი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც მას სხე­უ­ლის თით­ქმის ყვე­ლა ნა­წილ­ზე ჰქონ­და.

37 წლის ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ 26 წლის ბექა ჯა­ი­ა­ნის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი მდი­ნა­რა­ძემ გა­ნაცხადებით, 28 ჭრი­ლო­ბი­დან სიკ­ვდი­ლის გა­მომ­წვე­ვი მხო­ლოდ 4 ჭრი­ლო­ბა იყო, და­ნარ­ჩე­ნი მსუ­ბუ­ქი ხა­სი­ა­თის იყო.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, ჯა­ი­ა­ნი მკვლე­ლო­ბას აღი­ა­რებს, თუმ­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნას არ ეთან­ხმე­ბა.

“დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე დაც­ვის მხა­რემ ბრალ­დე­ბის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უდა­ვოდ გავ­ხა­დეთ, სა­და­ვოდ გავ­ხა­დეთ მხო­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის ნა­წი­ლი, გარ­კვე­უ­ლი კი­თხვე­ბი გვაქვს, რად­გან ბრალ­დე­ბუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას და გენ­დე­რის ნიშ­ნით ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას არ აღი­ა­რებს. ასე­ვე არ აღი­ა­რებს სის­ტე­მა­ტურ შე­უ­რა­ცხყო­ფას და ძა­ლა­დო­ბას. ჩვენ უდა­ვოდ გავ­ხა­დეთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რად­გან ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ვერ ადას­ტუ­რებს ამ ნა­წილ­ში წარ­მოდ­გე­ნილ ბრალ­დე­ბას, რა­საც ჩვენ ვდა­ვობთ. სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­ზე დას­კვნი­თი სი­ტყვის დროს შე­ვა­ჯა­მებთ ყვე­ლა­ფერს, გვჯე­რა, რომ ამ ნა­წილ­ში ბექა ჯა­ი­ა­ნი გა­მარ­თლდე­ბა. იგი თავს დამ­ნა­შა­ვედ ცნობს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში და ნა­ნობს”,- გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img