ტრამპი – დიახ, შეგვიძლია რუსეთს დიდი ზიანი მივაყენოთ, მაგრამ მშვიდობის ნახვა მსურს

Published:

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ აშშ-ის შეუძლია ფინანსური თვალსაზრისით დიდი ზიანი მიაყენოს რუსეთს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვლადიმერ პუტინთანაც მიაღწევენ.

„ფინანსური თვალსაზრისით, დიახ, ჩვენ შეგვიძლია რუსეთს ძალიან დიდი ზიანი მივაყენოთ, ეს დამანგრეველი იქნება რუსეთისთვის, მაგრამ არ მინდა ამის გაკეთება, რადგან მე მინდა მშვიდობის ნახვა”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

მან, ასევე, თქვა, რომ აშშ-ის წარმომადგენლები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე სასაუბროდ ამ წუთებში მოსკოვში მიემგზავრებიან. ის აცხადებს, რომ შესაძლო შეთანხმებაზე „პოზიტიურ გზავნილებს” ხედავს, თუმცა აღნიშნავს, რომ სიტუაცია სერიოზულია, ამიტომ მხოლოდ პოზიციური გზავნილი არაფერს ნიშნავს.

ტრამპმა, ასევე, ისაუბრა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში უკრაინაში რუსეთის ომი არ მოხდებოდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img