კაია კალასი საქართველოზე – ვახდენთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, რომლებიც ახორციელებენ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ

Published:

ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ დაკავებებით, ვგულისხმობ ადამიანების დაპატიმრებებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე, ბრიუსელში „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს საქართველოს შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, ზეწოლას ახდენენ იმ ადამიანებზე, რომლებიც ახორციელებენ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.

„ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, რომლებიც, ფაქტობრივად, ახორციელებენ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“, – აღნიშნა კალასმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img