ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ავსტრიელი ინსტრუქტორების მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებისთვის სამთო-სამაშველო მიმართულებით სწავლება ჩატარდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.
„სწავლების ფარგლებში, მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა გაუკვალავი თოვლიდან დაშავებულთა გამოყვანა, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, ზვავის პირობებში სამაშველო აქტივობის განხორციელება, სათხილამურო აღჭურვილობის შემოწმება და სხვა.
სწავლების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.