კრემლის განცხადებები საუდის არაბეთში მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე – რუსეთი ტონს არ ცვლის

Published:

რუსეთი ტონს არ ცვლის – კრემლის წარმომადგენლები საუდის არაბეთში მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე უკრაინის ხელისუფლებას ლანძღავს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკრაინელებს “რუსეთის წინააღმდეგ მომართულ ნაცისტებად” მოიხსენიებს და ამტკიცებს, რომ მათი მიზანია, “უკრაინას ყველაფერი რუსული გამოაცალოს”: 

არ დავტოვებთ ჩვენი მუდმივი ყურადღების მიღმა იმ სახელმწიფოს დენაციფიკაციას, რომელიც კიევის რეჟიმის კონტროლის ქვეშ იმყოფება, რომელიც ცდილობს, საკანონმდებლო და ფიზიკურ დონეზე გამოაცალოს ყველაფერი რუსული უკრაინას. უკრაინელები, ესენი არიან გამოკვებილი ნაცისტები მომართულები რუსეთის წინააღმდეგ”, – ამბობს ლავროვი. 

კრემლის პრესსპიკერი კი ამბობს, რომ “მოლაპარაკებები მარტივი არ იქნება” და ეს შრომატევადი პროცესია. პესკოვი კიევის ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებს და ირწმუნება, რომ მათ “დაპირებებს ფასი არ აქვს”.  

როდესაც იქნება კონკრეტული განვითარება, საერთო გაგება და შეთანხმება, მხოლოდ მაშინ ისაუბრებენ პრეზიდენტები უფრო კონკრეტულად მათი შეხვედრის პერსპექტივაზე. მოდით, თავი არ მოვიტყუოთ, ძალიან სერიოზული და შრომატევადი სამუშაოა წინ, მინდა შეგახსენოთ პრეზიდენტ პუტინის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ ის, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის იდეას. ეს არის ძალიან რთული პროცესი. განვიხილავთ პრეზიდენტ პუტინის შეთანხმებას ეგრეთ წოდებული შავი ზღვის ინიციატივის განახლების შესახებ. ჩვენ შევასრულეთ ყველა ჩვენი ვალდებულება, მაგრამ ჩვენს მიმართ ვალდებულებები არასდროს შესრულებულა, ახალი [აშშ] ადმინისტრაცია საუბრობს გარიგებებზე. ჩვენ უფრო კომფორტულად ვართ ამ ტონთან. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რაზე საუბრობენ ვაშინგტონი და კიევი. ზელენსკი და კიევის რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი არავისთვის არაფრის გადაცემას არ აპირებენ. არის კიდევ ერთი პრობლემა. კიევის რეჟიმს შეუძლია ბევრი დაპირება, მაგრამ კიევის რეჟიმის სიტყვას ფასი არ აქვს, – ამბობს პესკოვი. 

გრიგორი კარასინი, რომელიც ამ წუთებში საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრას ესწრება, რუსულ მედიასთან ამბობს, რომ მოლაპარაკებები სრული ტემპით მიმდინარეობს.

მოლაპარაკებები მიმდინარეობს სრული ტემპით, მხარეები საუბარობენ სერიოზულ პრობლემებზე, – უთხრა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა რუს ჟურნალისტებს

რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის სტივ ვიტკოფის პოზიციას, მისი თქმით, ტრამპს ორი სატელეფონო საუბარი ჰქონდა და ეს იყო კომუნიკაცია ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ.

მე მჯერა, რომ პუტინს მშვიდობა სურს. ტრამპს ორი სატელეფონო საუბარი ჰქონდა, ორივეს ვუსმედი და ეს იყო კომუნიკაცია ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ. წინა კვირაში იყო პროგრესი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მორატორიუმის ნაწილში.

საუდის არაბეთში გარკვეულ რეალურ პროგრესს ნახავთ, კერძოდ, ეს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტას ეხება ორივე ქვეყნის ხომალდებთან დაკავშირებით და შემდგომ ბუნებრივად გადავალთ სრულად ცეცხლის შეწყვეტაზე.

მე უბრალოდ ვერ ვხედავ, რომ პუტინს მთელი ევროპის დაპყრობა სურს. ბევრად განსხვავებული ვითარებაა, ვიდრე ეს მეორე მსოფლიო ომში იყო. მაშინ არ იყო ნატო. ახლა დღის წესრიგი ასეთია – შეწყდეს ხოცვა-ჟლეტა, დავამთავროთ ეს ომი.  დასრულება შეუძლებელია ორმხრივი კომუნიკაციის და ერთად დასხდომის გარეშე და ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ”- თქვა მან. 

შეგახსენებთ, რომ ერ რიადში სადაც სამშვიდობო მოლაპარაკების მეორე რაუნდი მიმდინარეობს. დღეს ერთმანეთს რუსეთის და ამერიკის დელეგაციები ხვდებიან.  შეხვედრა სრულად დახურულია.

პუტინმა უმნიშვნელოვანეს მოლაპარაკებებზე კარასინი და ბესედა გააგზავნა. ბესედა ის პირია, ვინც უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს არწმუნებდა, რომ კიევის დამარცხებას რამდენიმე დღეში შეძლებდა. სწორედ ამის შემდეგ გაქრა ის გარკვეული დროით პოლიტიკური არენიდან. 

ცნობილია, რომ გვიან ღამით შედგა ასევე შეხვედრა უკრაინულ და ამერიკულ მხარეებს შორის. მოლაპარაკებებზე უკრაინის მხრიდან თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, ენერგეტიკოსები და ექსპერტები ესწრებოდნენ. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img