ნინო ნადირაძე თემურ ქათამაძეს სასამართლოში უჩივის

Published:

„ვივა მედის“ დირექტორი, ნინო ნადირაძე მიმდინარე აქციებისას დაკავებულ „ბათუმელ მედროშეს“, თემურ ქათამაძეს სასამართლოში უჩივის.

აღნიშულ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელი, გოჩა მჟავანაძე ავრცელებს.

„როგორც ჩვენი მედროშის მიერ გამოგზავნილი წერილიდან და მისი მეგობრის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, თემურ ქათამაძეს, კლინიკა ვივამედის დირექტორი ნინო ნადირაძე ედავება ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, რაზეც დღეს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში გაიმართება სასამართლო პროცესი. ასევე, თემურ ქათამაძე გამოთქვამს უკმაყოფილებას არასათანადო მკურნალობის და უყურადღებობის გამო“, – წერს მჟავანაძე.

ამასთან დაკავშირებით, ქათამაძე ციხიდან გავრცელებულ წერილში საუბრობს:

„იმ დღეს ინციდენტს თავიდან ბოლომდე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და მიგრაციის დეპარტამენტის 3 პოლიციელი, გამოიძახეს პოლიცია. სინამდვილეში ეს არის ვივა მედის ადმინისტრაციის მიერ, მიზანმიმართულად დაგეგმილი და კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან პროვოცირებული ინციდენტი. ეს არის მათ მიერ დაგეგმილი ტყუილი და ასაჩივრებენ ცრუ ბრალდებით. მე პოლიციელებს მოვუყევი, რა როგორ მოხდა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებიც მიერ ბათუმელი მედროშის მიმართ, ვივა მედის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული 48-საათიანი სპეცოპერაცია სამწუხაროდ, წარმატებით განხორციელდა და დასრულდა. სპეცოპერაციის მიზეზი და მიზანი, ქათამაძის განეიტრალებას ემსახურება“, – ვკითხულობთ ქათამაძის წერილში, რომელსაც ასევე გოჩა მჟავანაძე აქვეყნებს.

შეგახსენებთ, ქათამაძე 16 იანვრს დააკავეს და მას საქართველოდან გაძევება  ემუქრება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img