ვმუშაობთ კონსტრუქციულად, საუბარი საკმაოდ სასარგებლოა, – ასე აფასებს ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებს, სადაც ერთმანეთს უკრაინისა და ამერიკის დელეგაციები შეხვდნენ.
ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საჭიროა პუტინზე ზეწოლის გაძლიერება, რათა მან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეალური ბრძანება გასცეს.
უკვე მეორე შეხვედრაა უკრაინულ და ამერიკულ გუნდებს შორის საუდის არაბეთში. ამჯერად უფრო ტექნიკურ დონეზე – ჩვენი სამხედროები, ჩვენი დიპლომატები, ჩვენი ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები. ვესაუბრე რუსტემ უმეროვს – მან მომახსენა შეხვედრის შესახებ. ჩვენი გუნდი მუშაობს აბსოლუტურად კონსტრუქციულად, საუბარი საკმაოდ სასარგებლოა. დელეგაციების მუშაობა გრძელდება.
რაზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ ახლა ჩვენს პარტნიორებთან, საჭიროა პუტინზე ზეწოლა, რათა რეალურად გასცეს ბრძანება იერიშების შეწყვეტის შესახებ. ვინც ეს ომი დაიწყო, მანვე უნდა დაასრულოს, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით საუდის არაბეთში ამერიკული და უკრაინული მხარის შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებებზე უკრაინის მხრიდან თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, ენერგეტიკოსები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
უკვე დღეს დილიდან ერ რიადში დახურული შეხვედრა იმართება აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის.