სალომე ზურაბიშვილი – როგორც ჯერაც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მინდა პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენ მეზობელ ხალხს, ზოგი ჩვენ უჯიშო მოქალაქების უმსგავსო საქციელისთვის

Published:

როგორც ჯერაც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მინდა პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენ მეზობელ ხალხს, ზოგი ჩვენ უჯიშო მოქალაქის უმსგავსო საქციელისთვის, – ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამით სალომე ზურაბიშვილი საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდგომ ორი ქვეყნის გულშემატკივრებს შორის მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

„ბოდიშის მოხდა, ზოგს არა საჭირო ადგილას და არასწორი მიმართულებით რომ უყვართ, იმათ გასაგონად.

როგორც ჯერაც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მინდა პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენ მეზობელ ხალხს, ზოგ ჩვენ უჯიშო მოქალაქების უმსგავსო საქციელისთვის.

ჩვენ ვართ და ვიქნებით კეთილმეზობლურად განწყობილი სახელმწიფოები, უძველესი ქრისტიანული სარწმუნოების მატარებელი ერები, და ვიცხოვრებთ მშვიდობიან ევროპულ კავკასიაში!“- წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img