მიხეილ ყაველაშვილმა უარი თქვა რუსული კანონის წინააღმდეგ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეტანილ სარჩელზე.
სარჩელზე უარის თქმა საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას იწვევს.
2024 წლის 9 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი ნაწილობრივ განსახილველად მიიღო.
სასამართლოს უნდა განეხილა რუსული კანონის შესაბამისობა კონსტიტუციის რიგ მუხლებთან მიმართებით.
ყაველაშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი ეფუძნება გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რაც ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმთავრესი პრინციპის – სახელმწიფოს ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.“
„კანონი ემსახურება საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების დაფინანსების წარმომავლობის შესახებ. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო საკონსტიტუციო სარჩელზე უარის თქმის გადაწყვეტილება“, – აღნიშნულია განცხადებაში.