დღეს კათოლიკე ქრისტიანები თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ხარებას აღნიშნავენ. ამ დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გაბრიელ მთავარანგელოზმა ღვთის ძისა და მესიის – იესო ქრისტეს დაბადება ახარა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს კათოლიკე ქრისტიანებს ხარების საუფლო დღესასწაულს და მათ სიხარულსა და მშვიდობას უსურვებს.