გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 მარტს 06:00-იდან 08:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეუწყდებათ აბონენტებს სოფლებში წოდორეთი, მსხალდიდი, ლისი, ზემო ლისი, ბევრეთი, ქვემო ლისი, ტაბარუკი, ძალაანთხევი, შვინდების მიწა, ხოლო 11:00-იდან 18:00 საათამდე – მომხმარებლებს სოფლებში ნაფეტვრები, აგარაკი, ლისი, მსხალდიდი, აღაიანი, ქსანი.
11:00-იდან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დაბა სტეფანწმინდაში.
12:00-იდან 14:00 საათამდე დენი გაეთიშებათ მომხმარებლებს მცხეთის რაიონის სოფლებში არაშენდა, შანკევანი, საგურამო, ნავდარაანთკარი, ბიწმენდი, გალავანი, ბურიანი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.