თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს მცდელობები რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისთვის.
ამასთან, შეხვედრაზე ჰაკან ფიდანმა ხაზი გაუსვა, რომ ღაზას სექტორში ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა უნდა დამყარდეს და ეს საკითხი აუცილებელია რეგიონული მშვიდობისთვის.
მხარეებმა ასევე განიხილეს სახელმწიფოს მეთაურების დონეზე მომავალ ვიზიტებზე მუშაობა.