ახალი კვლევების თანახმად, მარსზე არსებული ტოქსიკური მტვერი, წითელ პლანეტაზე მომავალ მისიას ასტრონავტებისთვის უკიდურესად სახიფათოს გახდის და მნიშვნელოვან კონტრზომებს მოითხოვს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ჟურნალ GeoHealth-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ მარსის მტვერში აღმოჩენილ ნივთიერებებს, როგორიცაა სილიციუმი, თაბაშირი, პერქლორატები და ნანოფაზა რკინის ოქსიდები, შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში შედეგები ჰქონდეს მარსზე პოტენციური მისიის მონაწილეებისთვის.
“ასტრონავტების ყველაზე დიდი საფრთხე – ფილტვებისთვის საფრთხეა. მტვერი ძალიან თხელია, ის დარჩება ასტრონავტების ფილტვებში და მისი ნაწილი შეიწოვება სისხლძარღვში”, – განაცხადა CNN-თან საუბრისას კვლევის თანაავტორმა ჯასტინ ვანგმა.
ვანგმა ასევე ხაზი გაუსვა შეშფოთებას, რომ პექლორატები – ქიმიკატები, რომლებიც აღმოჩენილია მარსის ნიადაგში, ტოქსიკურ დონეზე – შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია და აპლასტიკური ანემია, მდგომარეობა, რომლის დროსაც სხეული ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის სისხლის უჯრედებს.
კვლევის თანახმად, მარსიდან დედამიწაზე დაბრუნებისთვის საჭირო დროის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ისევე, როგორც ჩვენს მშობლიურ პლანეტასთან კომუნიკაციის დაგვიანებით, მთავარია მტვრის ზემოქმედების თავიდან აცილება, მტვრის ფილტრაციის, სალონის გაწმენდისა და ელექტროსტატიკური რეპელენტების გამოყენებით.