ჩრდ.კორეა რუსეთში დამატებით 3000 ჯარისკაცს აგზავნის

Published:

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დამატებით 3000 ჯარისკაცი გაგზავნა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში 3000 ჯარისკაცი იანვარსა და თებერვალში გაგზავნა და დამატებითი ძალები იმ 11 000 სამხედროს დაემატა, რომლებიც ფხენიანს აქამდე ჰყავდა გაგზავნილი.

სეული აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ გაგზავნილი სამხედროებიდან 4000 დაიღუპა ან დაშავდა.

ამასთან, სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტებისა და რაკეტების გამშვები დანადგარების „მნიშვნელოვანი რაოდენობა“ გადასცა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img