“დამელოდე, ლინჩის წესით უნდა გაგასამართლო”; “სროკზე გამიშვან, მეც ეგ მინდა”, “შენ რაც დაგემართება, მტერს არ ვუსურვებ”, “ჩემ გადაკიდებას 8-მეტრიანი გიურზას გადაკიდება გერჩივნა” – მუქარის, შეურაცხყოფისა და ძალადობის შემცველი ამ განცხადებების ადრესატი ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაურია. ანა ჯაბაური “კურიერი P.S.-თან” ჰყვება, რომ, სწორედ მანანა არჩვაძის დაკვეთით და წაქეზებით, დავით ერაძე მასზე ფიზიკურ თავდასხმას ამზადებდა. საქმის მტკიცებულებებში ჩანს, როგორ ემუქრებიან ანა ჯაბაურს.
იმას, რომ ცოტნე გამსახურდიას მეუღლის მიმართ საფრთხე რეალური იყო, მოწმეების გარდა, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს. დოკუმენტი სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მანანა არჩვაძის გარემოცვის მხრიდან ანა ჯაბაური რეალური საშიშროების წინაშე იდგა.