გიორგი გახარია მიმართვას ავრცელებს

Published:

Გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში დიმიტრი სამხარაძე, თანმხლებ პირებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში მიმართვა ავრცელებს.

„დღეს 31 მარტია.ზუსტად 34 წლის წინ ქართველმახალხმა გადაწყვიტა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.ეს დღე ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 31 მარტი რადიკალიზაციის დაძლევის, ჩვენი ერთიანობის სიმბოლოცაა.

წესით, დღეს ყველანი ერთად უნდა ვზეიმობდეთ – განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა. ეს ჩვენი წინაპრების ანდერძია. თუმცა, სამწუხაროდ, მტერმა მაინც შეძლო, გაგვხლიჩა და დაგვაპირისპირა ერთმანეთს.მოვუწოდებ ყველას – სისხლის ფასად მიღებულ უმთავრეს მონაპოვარს – სამშობლოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ნუ გადავაყოლებთ ძალაუფლებისთვის ბრძოლას. გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვარის დასაცავად.გილოცავთ 31 მარტს! 🇬🇪“, – წერს ის.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img