მაია მწარიაშვილი – მზია ამაღლობელის საქმე მალე გაიგზავნება სტრასბურგის სასამართლოში

Published:

მზია ამაღლობელის საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში მოკლე დროში გაიგზავნება, -ამის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა სასამართლოს მიმდინარეობისას განაცხადა.რაც შეეხება სასამართლო პროცესს, როგორც მაია მწარიაშვილმა აღნიშნა, მაინც მოახდენენ იმის ლუსტრირებას, რომ ბრალდება არის მანიპულირებული.

„მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვა ახლა იწყება, მზია ამაღლობელის საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში მოკლე დროში გაიგზავნება. რაც შეეხება ჩვენს ახლანდელ შუამდგომლობას 2 პოლიციელის დაკითხვაზე, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, სანამ გამოაცხადებდით გადაწყვეტილებას მედიასთან, გამოვიცანით რა გადაწყვეტილებას გამოიტანდით, დიდი გამჭრიახობა ამას არ სჭირდება”. – აცხადებს მზია ამაღლობელის ადვოკატი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img