შსს-მ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დაკავა

Published:

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს, დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოსა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1994 წელს დაბადებული ს.ვ., 2006 წელს დაბადებული დ.შ., 2006 წელს დაბადებული ა.კ. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1979 წელს დაბადებული ჰ.ა..

დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: “ჰეროინი”, „მარიხუანა“, “ტრამადოლი”, ფსიქოტროპული ნივთიერებები და ელექტრო სასწორი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 260-ე, 261-ე, 273-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img