პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი სტივ უიტკოფს ვაშინგტონში შეხვდა – Reuters

Published:

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი ვაშინგტონში აშშ-ის ოფიციალურ პირებს, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდა. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ტრამპის ადმინისტრაცია აგრძელებს ზეწოლას რუსეთსა და უკრაინაზე იმისთვის, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ“, – განუცხადეს წყაროებმა სააგენტოს.

დმიტრევი ყველაზე მაღალი რანგის რუსი ოფიციალური პირია, რომელიც 2022 წელს რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამერიკაში ვიზიტით ჩავიდა. ის აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება, მაგრამ თეთრმა სახლმა სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, მისთვის ქვეყანაში მოგზაურობის მოკლევადიანი ნებართვა გაეცათ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა განიხილა დმიტრევმა ამერიკელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img