8 აპრილიდან 11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან – თოვლი, ზღვაზე – 4-5-ბალიანი შტორმი

Published:

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 აპრილიდან 11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი, მაღალმთაში ზოგან – თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე – 4-5-ბალიანი შტორმი.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა, შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

„ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img