საფონდო ბირჟების რეაქციაზე კომენტირებისას, თქვა, რომ არ სურდა რაიმე დაეცემა, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა მედიკამენტების მიღება სიტუაციის გამოსასწორებლად.
„არ მინდა, რომ რაიმე დაღმასვლას განიცდიდეს, მაგრამ ხანდახან წამალი უნდა დალიო, რომ რაღაც გამოასწორო. რა მოხდება ბაზრებზე, ვერ გეტყვით. მაგრამ ჩვენი ქვეყანა გაცილებით ძლიერია“, – აღნიშნავს ტრამპი თავის განცხადებაში.
მისი თქმით, არ დადებს გარიგებას პეკინთან, თუ ჩინეთთან სავაჭრო დეფიციტი არ მოგვარდება.
„თუ ჩვენ ამ პრობლემას არ მოვაგვარებთ, მე არ ვაპირებ შეთანხმების დადებას“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ესაუბრა ევროპისა და აზიის ლიდერებს მისი ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფების შესახებ და დასძინა, რომ „მათ გარიგების დადების სურვილი კლავთ“.
“ვესაუბრე უამრავ ლიდერს – ევროპელებს, აზიელებს, მთელი მსოფლიოდან. მათ გარიგების დადების სურვილი კლავთ, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ჩვენ არ გვექნება დეფიციტი თქვენს ქვეყანასთან, ჩემთვის დეფიციტი დანაკარგია“, – აღნიშნა ტრამპმა.