“კვარა” პარიზის პრინცია, მაგრამ სკუდეტო სულ სხვა იყო” – ნეაპოლური მედია

Published:

ნეაპოლური მედია ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს რიგებში საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას გამოეხმაურა.

Areanapoli: „კვარამ“ საფრანგეთში სკუდეტო მოიგო და მიხვდა, არავითარი შედარება არ არის იმ წარმატებასთან, რასაც იტალიაში ორი წლის წინ სპალეტის გუნდში მიაღწია. „პარი სენ ჟერმენმა“ კატარული ინვესტიციების წყალობით ექვსი ტურით ადრე გაინაღდა პირველობა. ხვიჩა პარიზულმა კლუბმა 70 მილიონ ევროდ შეიძინა, ამის მიღწევას რამდენიმე თვე ცდილობდა და ნეაპოლელი გულშემატკივრები გაწბილებული დატოვა. კონტე მის შენარჩუნებას ამაოდ ცდილობდა“.

Spazionapoli: „ახალ პარიზელ პრინცს შეუძლია მომავალშიც გადამწყვეტი როლი ითამაშოს პსჟ-ში და ბევრი ტიტული მოიგოს. უკვესაკუთარ თავს სჯობნის და იმაზე უკეთესია, ვიდრე აქ მოპოვებული შთამბეჭდავი სკუდეტოს პერიოდში. „ნაპოლიში“ მძიმე მემკვიდრეობა დატოვა, მისი შეცვლა ნოა ოკაფორს დაევალა და ცხადია, მანას და კონტეს ზაფხულში ქართველის ალტერნატივის მოძებნა მოუწევთ, რაც ადვილი არ იქნება, რამეთუ ის სერია A-ში ერთ-ერთი საუკეთესო იყო“

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img