ცნობილი ქართველი მოგზაური სოსო ნებიერიძე, რომელიც დღეის მდგომარეობით 70-ზე მეტ ქვეყანაშია ნამყოფი, მსოფლიოს ყველაზე ჩაკეტილ ქვეყანაში – ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა, საიდანაც გამომწერებს ფოტო და ვიდეო მონაკვეთებს უზიარებს.
Soso Around The World თავის არხებზე, მსოფლიოსთვის აქამდე მიუწვდომელ ინფორმაციას აქვეყნებს. თუმცა, მისი თქმით, ეს ყველაფერი არ არის და საზოგადოებას წარმოუდგენელი, ვრცელი ვიდეო ელოდება.
ამჯერად ნებიერიძე ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში იმყოფება.
“ფოტოს გადაღებისას არაა აქ მისაღები პოზები, მაგიტომ ვდგავარ ყველგან მეზობლის ბავშვივით,“ – უყვება ნებიერიძე გამომწერებს.
მოგვიანებით ქართველმა მოგზაურმა ფხენიანის სტადიონიდან ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა. მან მონაწილეობა მიიღო მარათონში, სადაც 47 ქვეყნის წარმომადგენელს შორის ის საქართველოს სახელით გამოვიდა.