თურქეთის ოპოზიციის ლიდერის, ოზგურ ოზელის განცხადებით, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავების გასაპროტესტებლად ქვეყანაში აქციები გაგრძელდება.
Reuters-ის ინფორმაციით, „რესპუბლიკური ხალხის პარტიის“ რიგგარეშე კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, რომელზეც ოზელი პარტიის ლიდერად ხელახლა აირჩიეს, მან განაცხადა, რომ პარტია ყოველ შაბათ-კვირას მოაწყობს საპროტესტო აქციებს სხვადასხვა ქალაქში, ასევე დამატებით აქციებს სტამბოლის სხვადასხვა რაიონში ყოველ ოთხშაბათ საღამოს.
შეგახსენებთ, თურქეთში საპროტესტო აქციები 19 მარტს დაიწყო, როდესაც იმამოღლუ, რომელსაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ კონკურენტად მოიხსენებენ, კორუფციის ბრალდებით დააკავეს, რასაც მომიტინგეები, ოპოზიციური პარტიები, ევროპელი ლიდერების ნაწილი და უფლებადამცველები პოლიტიზებულ და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯს უწოდებენ.