ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზღვრის კვეთა აეკრძალა

Published:

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც პროკურატურა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება, არ გამორიცხავს, რომ გირაო არ გადაიხადოს და ციხეში წავიდეს.  

ძველი ცუდი დრო რომ იყო, აი წინა ხელისუფლების, ბნელი და უკუნი რომ იყო”, მაშინ ივანიშვილმა შემოგვითვალა ბადრი პატარკაციშვილს ფული წაართვითო. ეგეთი ადამიანები ყველაზე მტკივნეულად ამაზე რაგირებენ, ეტყობა ეგეთში გულისხმობა მდიდარ ადამიანებს, არვიცი და ზუსტად ამ ფილოსოფიით ცხოვრობს დღესაც. თავისუფლება არ იზომება არც 20 ათას ლარად, არც 50 ათას ლარად და არც საზღვრის კვეთის აკრძალვით. თავისუფლებას აქვს სხვა ფასი, მაგრამ ის ამას ვერ გაიგებს ვეღარასდროს, ამ ასაკში ადამიანები არ იცვლებიან. 

შეიძლება ციხეშიც წავიდე და არ გადავიხადო.

ჩვეულებრივი ცირკია, საქართველოს საგამოძიებო კომისია და პარლამენტი არ ჰყავს. თუ რამის გამოძება უდნოდათ 15 წლიანი ხანდაზმულობის ვადა ყველა საქმეზე გასულიად ა აქამდე გამოეძიებინათ”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. 

ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზღვრის კვეთა აეკრძალა.

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img