თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორმაგ მკვლელობაში ბრალდებული თაზო წიქარაძე დამნაშავედ ცნო.
წიქარიძეს, რომელსაც გამოძება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას ედავებოდა, 19 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
გენერალური პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 24 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ორივე დაზარალებული დაიღუპა.