ბათუმში მცირეწლოვან ბავშვს სამგზავრო მატარებელი დაეჯახა

Published:

ტრაგიკული ამბავს სოციალურ ქსელში მასწავლებელი თამარ სურმანიძე ავრცელებს.

“ვერ ვიჯერებ, რომ ეს სიტყვები ახლა უნდა დავწერო…ჩემი დათუნა… ჩემი სიცოცხლით სავსე, მუდამ ღიმილიანი, მოუსვენარი, კეთილი და გულწრფელი დათუნა… ბავშვი, რომელსაც იმდენი სათქმელი ჰქონდა, რომ თითქოს დრო არასოდეს ჰყოფნიდა.

სიკეთით და სიცოცხლის ხალისით ავსებდა კლასს. ყველას გაუღიმებდა, ყველას გვერდით დაუდგებოდა, ყველას გაახალისებდა.

დღეს ჩვენს კლასში სიჩუმეა. ეს სიჩუმე არ ჰგავს არაფერს. გული რომ გასკდება და სიტყვებიც აღარ არის — აი ასე გვტკივა ახლა…

დათუნა, მადლობა შენი არსებობისთვის, შენი სიცილისთვის, შენი ხმისთვის, შენი ბავშვობისთვის, რომელსაც ჩვენთან იზიარებდი.

შენ არასდროს წახვალ.

შენ ჩვენთან იქნები. სამუდამოდ.” – წერს თამარ სურმანიძე

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img